Accentnews.ge
ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

08/11/2024 08:23:27 პოლიტიკა

ოპოზიციონერი ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის ხვდებიან.

შეხვედრა დიპლომატიური მისიის ოფისში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებიან "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და სავარაუდოდ, ელჩს მტკიცებულებებს აცნობენ. საუბარი სავარაუდოდ, ასევე შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნაა ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებისადმი უნდობლობის ფონზე. ამ ვითარებაში, როგორც მანამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ განაცხადა, "ყველაზე ლოგიკური" ამ მექანიზმის შექმნა ევროკავშირის ფარგლებში იქნება, ვინაიდან საქართველო წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S