პაპუაშვილი: "დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რაზეც ოცნებობდა ილია, ილიას საქართველო ვართ აქ, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები"
08/11/2024 10:43:10 პოლიტიკა
"დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხვის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი. სწორედ ილიას მიერ ჩაყრილ საძირკველზე აღმოცენდა ქართული სახელმწიფო, ქართული ცნობიერება და პატრიოტული განცდა. დღეს კი ჩვენი თაობის შესაძლებლობაა, დაწყებული საქმე დავასრულოთ, შევქმნათ ისეთი მყარი სახელმწიფო, სამოქალაქო განცდით, ეროვნული თვითშეგნებით, სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთ ოქროს ხანას დაუდებს სათავეს. ილიას საქართველო ვართ აქ. დღევანდელი დღე, ჩვენი აწმყო არის მისი კვალი, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი, ყველას ხელით ერთად!“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


