Accentnews.ge
ნაუსედა: უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი, არ მჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს ამის გაკეთება შეუძლიათ

ნაუსედა: უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი, არ მჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს ამის გაკეთება შეუძლიათ

08/11/2024 11:04:14 პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ იმედგაცრუებულია არამხოლოდ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში დარღვევების გამო. ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა ჟურნალისტებთან.

ის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, არ სჯერა რა, რომ ქართულ ინსტიტუტებს "შეუძლიათ ამის გაკეთება”.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, არამხოლოდ შედეგით, არამედ უამრავი დარღვევის გამო საარჩევნო პროცესში. ეს შეშფოთების საგანია. ვერ ილაპარაკებ ერთდროულად, რომ გინდა ევროკავშირში გაწევრება და აკეთებ ყველაფერს, იღებ კანონებს, იყენებ შეურაცხმყოფელ რიტორიკას დემოკრატიული დასავლეთის მიმართ. ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს.

ამიტომ უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი. არ მჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს ამის გაკეთება შეუძლიათ - ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის დაჯერება, რომ მათ ეს შეუძლიათ.

ვფიქრობ, საჭიროა საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება პროცესში. საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და ინტენსიურობა ისეთი დიდი იყო, როგორც არასდროს და ეს არის შეშფოთების საკითხი. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში არჩევნებს შედეგი განსხვავებული იყო”, – განაცხადა ნაუსედამ.

კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის პასუხი საქართველოს მიმართ, ნაუსედამ განაცხადა:

„საკმარისია მკაფიო სიგნალის გაგზავნა: მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, არ უნდა ელოდოთ, რომ ევროკავშირს მიუახლოვდებით. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ, სცილდებით ევროკავშირს. ვფიქრობ, ეს სიგნალი მიღებული და გაგებული უნდა იყოს და იმედი მაქვს, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, შეცვალოს კურსი, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ვხედავ დიდ ალბათობას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S