Accentnews.ge
კობახიძე ირწმუნება, რომ გახარიას პარტიას ბარიერი "ნაციონალური მოძრაობამ" "ხელოვნურად" გადაალახინა

კობახიძე ირწმუნება, რომ გახარიას პარტიას ბარიერი "ნაციონალური მოძრაობამ" "ხელოვნურად" გადაალახინა

08/11/2024 11:38:12 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ექს–პრემიერი გიორგი გახარიას პარტიას ბარიერი "ნაციონალური მოძრაობამ" "ხელოვნურად" გადაალახინა.

„ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც მოვიდა არის ის, რომ 15:00 საათის შემდეგ მოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ ხმა გიორგი გახარიასთვის მიეცათ. საათობრივად ხდება - ხოლმე აქტიური მხარდამჭერების მობილიზება. 15:00 საათის შემდეგ ჰყავდათ მობილიზებული პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი და 15:00 საათის შემდეგ მისულ ამომრჩეველს ისინი მოუწოდებენ ხმა მიეცათ გახარიას პარტიისთვის. რეალურად ხდებოდა რა - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზრუნავდნენ არა საკუთარ პარტიულ ხმებზე, არამედ ზრუნავდნენ გარკვეული დავალებების შესრულებაზე. დავალების მიმცემებმა როცა დაინახეს, რომ გახარია ბარიერს ვერ ლახავდა, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ გახარიას პარტიისთვის. ამის გამო „ნაცმოძრაობა“ დარჩა 10%-ზე და საბოლოო ჯამში, გახარიამ ბარიერის გადალახვა მოახერხა. საბოლოო ჯამში, ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე. მათ შორის არავითარი სხვაობა არ არის. ყველა არის ერთი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას ხელოვნურად გადაალახინეს ბარიერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიციამ უკვე გამართა რამდენიმე აქცია და პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S