Accentnews.ge
კობახიძე– ოპოზიციაზე: "მგონია, რომ ისინი შევლენ პარლამენტში"

კობახიძე– ოპოზიციაზე: "მგონია, რომ ისინი შევლენ პარლამენტში"

08/11/2024 11:49:09 პოლიტიკა

„მე მგონია, რომ ისინი შევლენ პარლამენტში. თქვენ იცით, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება მათი საქმიანობა. არც მათ შესვლას და არც მათ არ შესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიციამ უკვე გამართა რამდენიმე აქცია და პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S