Accentnews.ge
პროკურატურაში ირაკლი კუპრაძეც დაიბარეს

პროკურატურაში ირაკლი კუპრაძეც დაიბარეს

08/11/2024 12:15:07 პოლიტიკა

„ძლიერი საქართველოს” კიდევ ერთი წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ არჩევნების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე.

ისიც, მსგავსად მისი კოლეგებისა, უწყებაში გამოცხადებას არ გეგმავს.

„ოცნება” აგრძელებს საკუთარ ძალადობრივ, დანაშაულებრივ პოლიტიკას და ფარსით, რომელსაც ის გამოძიებას ეძახის, აგრძელებს პოლიტიკოსების დაბარებას პროკურატურაში. [...]რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისა და ივანიშვილის პროკურატურას არ ვუცხადებ ნდობას და არ მივდივარ გამოკითხვაზე პროკურატურაში”, – განაცხადა მან.

პროკურატურაში ასევე დაბარებული არიან „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი, საბა ბუაძეც და „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ მაგისტრი მოსამართლის წინაშე პოლიტიკოსები: მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები.

გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S