პაპუაშვილი: [ბუდაპეშტში] კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც მას სურდა შეხვედრა
08/11/2024 12:24:45 პოლიტიკა
[ბუდაპეშტში] საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც მას სურდა შეხვედრა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, "მიანიშნებს თუ არა რამეზე ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არ ეკონტაქტებიან".
გუშინ უნგრეთში ევროპის თანამეგობრობის სამიტი გაიმართა, რომელსაც სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრო.
როგორც დღეს მან განაცხადა, შეხვედრები გამართა სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოსთან [ფიცოს მთავრობამ, რომელიც 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, სამხედრო დახმარება შეუჩერა უკრაინას. ის “რუსეთთან ურთიერთობის სტანდარტიზაციის” მომხრეა], სერბეთის პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩთან [სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია], ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან.
მისივე თქმით, შესვენებების დროს მას საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ათზე მეტ ლიდერს:
"აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას საქართველოს პრემიერთან კომუნიკაცია არ ჰქონია.


