როთი: ჩვენ აქ ვიმყოფებით, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და არა იმისათვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას
11/11/2024 07:06:15 პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოში იმყოფება, როგორც როგორც ქართველი ხალხის მეგობარი. ამის შესახებ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ მმართველი პარტიას ["ქართულ ოცნებას"] სურს, რომ ჩვენ ნდობას ძირი გამოუთხაროს. ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ჩვენ ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს და აქ ვიმყოფებით როგორ ქართველი ხალხის მეგობრები და არა იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას",– განაცხადა მან.
მისი თქმით, დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, რადგან საქართველოს მოსახლეობის ძალზე დიდ ნაწილისთვის, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის, სოლიდარობის გამოსახატავად.
მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი განუცხადა. იგი რიგ ევროპელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში "არეულობის დათესვაში" ადანაშაულებს.
ცნობისთვის: თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.


