Accentnews.ge
პრეზიდენტი: ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის აქ ჩამოსვლა არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს

პრეზიდენტი: ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის აქ ჩამოსვლა არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს

11/11/2024 07:09:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის აქ ჩამოსვლა არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს. ამის შესახებ მან ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისიში, არის კიდევ ერთი ნიშანი ევროპული მხარდაჭერის, ის რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი, საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე. არაერთხელ კი არა, ყოველჯერ, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავალის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველჯერ საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა და ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც იძახის, რომ "მე პრაქტიკულად ეს 30 წელი ქუჩაში გავატარე", იმიტომ, რომ დემოკრატიული პრინციპის მიმართ გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის იყო გაპროტესტებული ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, სადაც მართლაც საზოგადოება არის ევროპული, არის დემოკრატიული და რომელსაც, სამწუხაროდ, არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლეა, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყნის ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში, ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S