Accentnews.ge
პავილიონისი – ევროპული საბჭოს 8 ნოემბრის შეხვედრის დასკვნაში საქართველოს არმოხსენიებაზე: "ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას"

პავილიონისი – ევროპული საბჭოს 8 ნოემბრის შეხვედრის დასკვნაში საქართველოს არმოხსენიებაზე: "ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას"

11/11/2024 07:33:33 პოლიტიკა

ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ "ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას".

ამის შესახებ მან თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა სიგნალია საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს 8 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ დასკვნაში საქართველოზე ერთი სიტყვაც კი არ წერია და ეს იმ ფონზე, როცა რამდენიმე კვირით ადრე იყო ცნობილი, რომ საბჭო, მათ შორის საქართველოზე იმსჯელებდა.

საპასუხოდ პავილიონისმა შემდეგი განაცხადა;

  • "ეს არის ზუსტად ის შედეგი, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამჟამად კი არავის დრო არ გააჩნია ამ თემების განხილვისთვის. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროკავშირში გსურთ შესვლა, ჩემი ქვეყანა გახლავთ საუკეთესო მაგალითი იმ ქვეყნებისა, რომელსაც შეგიძლიათ შეხედოთ. [...] ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. მიერთების მოლაპარაკება [ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები] გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი, ერთი შეცდომაც საკმარისია პროცესის შესაწყვეტად. "ქართული ოცნება" როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მიერთების გარანტიის გაცემა, ისინი იტყუებიან", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S