Accentnews.ge
როთი ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადასადგმელ ოთხ კონკრეტულ ნაბიჯს ასახელებს

როთი ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადასადგმელ ოთხ კონკრეტულ ნაბიჯს ასახელებს

11/11/2024 07:46:48 პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთს ჰკითხეს, ევროინტეგრაციის გაზე პროგრესის მისაღწევად იქნება თუ არა საკმარისი „აგენტების კანონის“ და ალტილგბტ კანონების გაუქმება.

„თავისუფალი და სამართლიანი გამოძიება გახლავთ წინაპირობა ყველაფრისთვის“,- ხაზგასმით აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა და განაგრძო, „რასაც ველით მმართველი პარტიისგან, რასაც ევროკავშირი ელის, გახლავთ ის, რომ მოხდეს გამოწვევა არა მხოლოდ რუსული აგენტების გაკონის და არა მხოლოდ ანტილგბტ კანონის, ობშორების შესახებ კანონის და ჩატარდეს ასევე დამოუკიდებელი გამოძიება. ეს არის ნათელი მოლოდინი ჩვენი მხრიდან და ევროკავშირის სხვა მრავალი ლიდერის მხრიდან“.

დამაზუსტებელ კითხვას, გამოძოების გარეშე მოხდება არ მოხდება დაახლოება? მან დადებითად უპასუხა.

ასევე თქვა, რომ საქართველოს მმართველი გუნდის წევრების მოლოდინი, თითქოს ევროკავშირი „დაიღლება“ და დაუბრნდება ურთიერთობებში ძველ ნიშნულს, უსაფუძვლოა.

„გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტუმენტი და ჩვენ უნდა გაერთიანებულები ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება გაფართოებას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ მთავრობას, არამედ პარლამენტებიც თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან დროს. მაგალითად, ჩემმა მთავრობამ უნდა მოუწოდოს ბუნდესტაგს, თუ დაიწყება გაფართოების თაობაზე მოლაპარაკება. იგივე ეხებათ სხვა ეროვნულ პარლამენტებს. მაგალითად, ჩვენთან ერთად არის ჩვენი შვედი კოლეგა, ფინელი... გაგვაჩნია ძლიერი ინსტუმენტები და ვერ გავაგრძელებთ ამ გზას ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე საქართველოში. ვიცი, ზოგიერთი წარმომადგენელი მმართველი პარტიიდან ელოდება, რომ ჩვენ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, ისეთი დაკავებულები ვიქნებით, რომ მზად ვიქნებით, დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო. გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას თქვენს ქვეყანაში ძალიან ყურადღებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S