პავილიონისი – პაპუაშვილის მიერ შეხვედრაზე უარის განცხადებაზე: "ძალიან საბჭოურია"
11/11/2024 07:47:36 პოლიტიკა
ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ძალიან საბჭოურს" უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალავ პაპუაშვილის უარს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე.
ამის შესახებ მან თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"[ ეს უარი] ძალიან საბჭოურია. მე შევამჩნიე აღნიშნული ტედენცია 3–4 წლის წინ. ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას, შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში აქ ხშირად ჩამოვედი, მაგრამ შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისი იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა", – განაცხადა მან.
მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი განუცხადა. იგი რიგ ევროპელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში "არეულობის დათესვაში" ადანაშაულებს.
ცნობისთვის: თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.


