Accentnews.ge
როთი: საქართველოში მოვლენების განვითარებას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენზე, რადგან რუსული იმპერიალიზმი საფრთხეა არა მხოლოდ თქვენთვის

როთი: საქართველოში მოვლენების განვითარებას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენზე, რადგან რუსული იმპერიალიზმი საფრთხეა არა მხოლოდ თქვენთვის

11/11/2024 08:03:05 პოლიტიკა

საქართველოში მოვლენების განვითარებას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენზე, რადგან რუსული იმპერიალიზმი ყველაზე დიდი საფრთხე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, ასე უპასუხა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა ერთის მხრივ, სახელისუფლებო გუნდის ბრალდებას საქართველოს "შიდა საქმეებში ევროპის ჩარევის" შესახებ, მეორეს მხრივ- კითხვას, რატომ არის დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ინტერესშია, აღმოსავლეთ ევროპაში ვითარება დასტაბილურდეს მშვიდობით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და თავისუფლებით.

„საერთო საფუძველია ევროკავშირის წევრობისკენ, რომ იყო ჩართული არა მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩემი მთავრობის კოლაფსი უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს ევროპული კავშირის სტაბილურობაზე. სრულად მესმის, როდესაც ჩემი პატივცემული კოლეგები მეკითხებიან, „რა ჯანდაბა ხდება ბერლინში?“ ეს არის ძალიან ნორმალური კითხვა. აქ, თქვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენზე იმიტომ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ჩვენთვის, რუსული იმპერიალიზმია. თქვენი ქვეყნის 20% და არა ჩემი ქვეყნის, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ რუსულ იმპერიალიზმს ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყნებშიც მოახდენს დესტაბილიზაციას მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, თავისუფლების. დეზინფორმაციის კამპანიები მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვის და მოკავშირეებისთვის მოლდოვის რესპუბლიკაში არ იყო საფრთხე, ასევე იყო გერმანიაში. ყველანი ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ერთი ოჯახი ვართ, ერთგული ევროპელები ვართ. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს ჩვენი მისიაა. ვცდილობთ, დაგეხმაროთ ამ გრძელ და რთულ გზაზე. ეს ნამდვილად ღირებულია, ჩვენს ინტერესებში შედის, მოხდეს აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციაა მშვიდობით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობით და თავისუფლებით. ეს გახლავთ საუკეთესო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსულ იმპერიალიზმს ვებრძოლოთ. რუსეთის დამშვიდება არჩევანი არაა - ეს არ არის სტრატეგიის ნაბიჯი, ამიტომ უფრო ხმამაღლა ვლაპარაკობთ, ვიდრე სხვები“, - განაცხადა როთმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S