Accentnews.ge
როთი: აშკარაა, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად არ აფასებდა შესაბამისად იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სამართლიანად ეშინია  ომის

როთი: აშკარაა, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად არ აფასებდა შესაბამისად იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სამართლიანად ეშინია  ომის

11/11/2024 08:39:04 პოლიტიკა

აშკარაა, რომ აქ ოპოზიცია აბსოლუტურად არ აფასებდა შესაბამისად იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სამართლიანად ეშინია ომის და აგრესიას,- ასე გამოეხმაურა ომის შესახებ სახელისუფლებო პარტიის საინფორმაციო კამპანიას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთი.

მისი თქმით, "გლობალური ომის პარტია" არსებობს და ეს გახლავთ რუსეთი.

"სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით თქვენს ქვეყანაში - თქვენი ტერიტორიების 20% რუსული ოკუპაციის ქვეშაა. დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენ ევროპაში - გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალი დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით, როგორც მეგობრები და მოკავშირეები. მაგრამ ვეცადეთ, ჩვენს შეცდომებზე გვესწავლა. ამიტომ, ცოტათი მოთმინებით უნდა მოგვეკიდოთ - ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ. გერმანიაში ამას წყალგამყოფ მომენტს ვეძახით. ზოგჯერ ამას დრო სჭირდება. ჩვენ თქვენი საზოგადოების შეშფოთებები სერიოზულად უნდა მივიღოთ. ომი გახლავთ სრული კატასროფა და ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ კოალიცია "გლობალური ომის პარტიის" - რუსეთის წინააღმდეგ. ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რატომაც ვიმყოფებით აქ და მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდნებით. ჩემთვის, გერმანელისთვის ძალიან ძნელია, ამას ხაზი გავუსვა, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, რომ მეგვესმინა ჩვენი მეგობრებისთვის ბალტიის პირეთში, პოლონეთში, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია უკეთესი იქნებოდა - მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებელია, დემოკრატიაც. უცნაურია, რომ გერმანელი გიგზავნით ამ გზავნილს თქვენ. თვითკრიტიკა, თვითგააზრება მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტიკური სანდოობის. თუ გსურთ, აღიდგინოთ ნდობა, უნდა გაიაზროთ საკუთარი გადაწყვეტილებები. უნდა უსმინოთ ყურადღებით საკუთარ მეგობრებს. ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ერთმანეთს ძალიან ყურადღებით ვუსმენთ",- თქვა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S