Accentnews.ge
პოლონელი პოლიტიკოსი – "ოცნებას": ჩვენ აქ ჩამოვედით 2008 წელს და ვიმყოფებით დღესაც, რადგან თბილისი კვლავ რუსული საფრთხის წინაშეა

პოლონელი პოლიტიკოსი – "ოცნებას": ჩვენ აქ ჩამოვედით 2008 წელს და ვიმყოფებით დღესაც, რადგან თბილისი კვლავ რუსული საფრთხის წინაშეა

11/11/2024 08:38:59 პოლიტიკა

პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი განმარტავს, რატომ იმყოფება ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოში. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"როდესაც მმართველი პარტია ["ქართული ოცნება"] გვისვამს კითხვას, რა გაძლევთ უფლებას, რომ დღეს აქ იმყოფებითო, გიპასუხებთ მე აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად 2008 წელს, როცა თბილისი იყო რუსული საფრთხის წინაშე, ამ ვიზიტის ორგანიზება მაშინ მე გავაკეთე, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ ჩამოვედით აქ, როდესაც თბილისი რუსული შემოტევის პირდაპირი საფრთხის ქვეშ იყო, ვიმყოფები დღეს კვლავ აქ, რადგან თბილისი კვლავ რუსული საფრთხის წინაშეა. ეს საფრთხე შეიძლება, დღეს ტანკებით გამოხატული არ არის, თუმცა ისინი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგაგან, მაგრამ გამოხატულია რუსული პროპაგანდით და რუსული სტილის პოლიტიკით. ქართველი ხალხის წინაშე ისევე, როგორც პოლონელი, ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზა არსებობს ისტორიაში: ან ევროპა, ან რუსეთის ხელში ჩავარდნა. ჩვენ ვიმყოფებით აქ ჩვენი სიმპატიების გამო, სიყვარულს თუ არ დავარქმევთ ამას და ჩვენ აქ ვიმყოფებით ჩვენი ვალდებულების თავალსაზრსით", –განაცხადა მან.

მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი განუცხადა. იგი რიგ ევროპელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში "არეულობის დათესვაში" ადანაშაულებს.

ცნობისთვის: თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S