ცქიტიშვილი: პარტნიორებთან გვექნება შეთავაზება, თუ რაში ვხედავთ მათ როლს
11/11/2024 08:47:00 პოლიტიკა
8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია პრეზიდენტის შემდეგ ოპოზიციასთან გამართავს შეხვედრას.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი იქნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე და იქნება შეთავაზება, თუ რაში ხედავენ მათ როლს მიმდინარე პროცესში და უახლოეს დღეებში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოზე.
„საქართველო პრაქტიკულად, მოექცა იზოლაციაში ყველა ევროპული, დემოკრატიული და დასავლური ქვეყნისგან. გვჭირდება ძალიან მჭიდრო კოორდინაცია, რომ ეს იზოლაცია გავარღვიოთ, დავბრუნდეთ იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე და განვაახლოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ამ ბოლო, რამდენიმე წლის პოლიტიკამ სრულად ჩიხში შეიყვანა და გაყინა. ამიტომ, დღეს საუბარი გვექნება იმაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, გავიცნობთ მათ შეხედულებებს, როგორ უყურებენ ამ პროცესს და ჩვენ გვექნება შეთავაზება, თუ რაში ვხედავთ, კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალა მათ როლს, თუნდაც ახლა, მიმდინარე პროცესში და უახლოეს დღეებში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოზე. ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ, ალბათ, ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ არცერთ შემთხვევაში, მინიმალისტურადაც კი, გარდა ორბანისა და მსგავსი ავტოკრატი ლიდერებისა, არავინ მისცეს არანაირი სიგნალი, იმპულსი იმისთვის, რომ ასეთი არჩევნები შესაძლოა იქნას აღიარებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


