Accentnews.ge
პრემიერი: პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ვუკავშირებდით, თუმცა შესაძლოა, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი

პრემიერი: პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ვუკავშირებდით, თუმცა შესაძლოა, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი

11/11/2024 12:38:26 პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ვუკავშირებდით, თუმცა ამ ადამიანებმა თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც მისივე განმარტებით, დეპუტატების მცირე რაოდენობა სჭირდება.

„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ ამის რესურსი ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან. შესაბამის ინსტრუქციებსაც მიღებენ და არ ვიცი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდები8ან პარლამენტში სკამებზე. აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი. თუმცა მერე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში "ქართული ოცნების" ერთ–ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და აკრძალვა იყო. აღნიშნულის განცხადების გამო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას როგორც ოპონენტები, ისე დასავლელი ლიდერები აკრიტიკებდნენ.

  • რა წერია კანონში

კონსტიტუციის თანახმად, „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით".

საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
  • რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
  • ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S