ევროკავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაცია აქციას შეუერთდა
11/11/2024 16:45:45 პოლიტიკა
ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, სადაც ამ წუთებში აქცია "ჩვენ ევროპა ვართ" მიმდინარეობს.
აღინიშნა, რომ მათ მმართველი გუნდის წევრები არ შეხვდნენ და რომ ღირსეული დახვედრა სწორედ აქციის მონაწილეებს უნდა მოეწყოთ. გაიჟღერა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებმა.
დელეგაციის წევრებმა მანამდე შეხვედრა გამართეს პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა მათთან შეხვედრაზე.
პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ევროინტეგრაციის შეფერხებას აპროტესტებენ, მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.


