Accentnews.ge
როთი - აქციის მონაწილეებს: არ დანებდეთ! თქვენთან ერთად ვართ! ჩვენ გვჭირდებით, თქვენი ადგილი ევროპის ცენტრშია!

როთი - აქციის მონაწილეებს: არ დანებდეთ! თქვენთან ერთად ვართ! ჩვენ გვჭირდებით, თქვენი ადგილი ევროპის ცენტრშია!

11/11/2024 17:10:49 პოლიტიკა

ვიცი, დაღლილები, იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ!,- ამ სიტყვებით მიმართა გერმანელმა პოლიტიკოსმა, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ როთმა რუსთაველზე შეკრებილ პროტესტანტებს, სადაც ის ევროპელ კოლეგებთან ერთად მივიდა.

"მოხარულები ვართ, რომ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ჭეშმარით დედაქალაქში. ჩვენ გვსიამოვნებს თქვენი სტუმარ-მასპინძლობა. ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი მმართველ პარტიაში დიდად კმაყოფილი არაა ჩვენი ვიზიტით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს. ეს თქვენი ადგილია და თვენ მას იმსახულებთ. ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს ვერევით თქვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თქვენს პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც ერთგულია ევროპის, თქვენთან ერთად იბრძვის თქვენი ქვეყნის ამაყი და ნათელი მომავლისთვის? ჩარევას ვეძახით როდესაც თქვენ გხვდებით? ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ივრძვით ევროპული ღირსებულებებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის? ეს ჩარევა არ გალხავთ. ეს ერთიანი მომავალია გაერთიანებულ ევროპაში!",- თქვა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

მან ასევე უპასუხა სახელისუფლებო პროპაგანდას "გლობალური ომის პარტიის" შესახებ, დაადასტურა მისი არსებობა იმ განსხვავებით, რომ ის რუსეთშია და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს ევროპას.

"ვიცით, რომ თუ ჩვენი მეგობარი უკრაინა არ გაიმარჯვებს, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, შემდეგი თქვენ იქნებით, მოლდოვა, სომხეთი, პოლონეთი, ბალტიელი მეგობრები - ჩვენ ისტორიის ერთი მიმართულებით მივდივართ და ჩვენ ვიბრძვით რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ - ევროპის კავშირი გადავრჩებით. ამიტომაც ვართ აქ სოლიდარობის გამოსახატად, რამაც უნდა გგავაერთიანოს და არ უნდა დაგვყოს. [...]

მე თქვენი იმედი მაქვს. შეიძლება ეს ჩემი ბოლო ვიზიტი იყოს საქართველოში, რადგან პოლიტიკიდან მივდივარ. იმედი მაქვს, დავრუნდები როგორც საქართველოს მეგობარი. ამ შავბნელ დროს მინდა, მოგახსენოთ, მისია შესრულებულია, დემოკრატია ცოცხალია თქვენს გამო და არა მმართველი პარტიის! მაგრამ ლიბერალურ დემოკრატიაში არასდროს არ უნდა თქვა, "მისია შესრულებულია", ეს დაუსრულებელი პროექტია - ჩვენ თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის ყოველ დღე უნდა ვიბრძოლოთ. არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. ჩვენ გვჭირდებით. თქვენი ადგილი ევროპის ცენტრშია!",- თქვა როთმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S