პავილიონისი - დემონსტრანტებს: ნაჩუქარი თავსიუფლება არ არსებობს
11/11/2024 17:29:11 პოლიტიკა
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა სიტყვით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს და მათ დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა.
მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არ არსებობს „ორბანისეული გზა“.
„ვიღაცას უნდა, წაგართვას თქვენი თავსიუფლება, დემოკრატია. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, დემოკტრატიისთვის, თქვენი ქვეყნისთვის, ევროკავშირში და ნატო-ში წევრობისთვის და გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ორბანის გზა! არსებობს ესტონეთის გზა, პოლონეთის, ბალტიის პირეთის ქვეყნების გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა. არ არსებობს „რუსული ოცნება“, არსებობს „ევროპული ოცნება“ და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესოები. უნდა გაგაჩნდეთ გეგმა, იმუშაოთ მასზე, იმიტომ, რომ ნაჩუქარი თავსიუფლება არ არსებობს. უნდა მოიპოვოთ 24-საათიანი შრომით. ამ გზაზე თქვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენერთან ერთად“,- თქვა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.


