კამინსკიმ "ხმების ქურდები" ჩაძირული რუსული გემის მიმართულებით გაუშვა
11/11/2024 17:45:01 პოლიტიკა
რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეების ხმების მოპარვის შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს.
“მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილოსო! აქ ვიდექი პრეზიდენტ სააკაშვილთან და პრეზიდენტ ლეხ კაჩისკისთან ერთად. აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და თბილისი გადარჩა! საქართველო გადარჩა! საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას!
მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო, სავსე ყოფილიყავით თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის ჩემი ქართული ოცნება, თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ!
მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს - “რუსკი ვაენნი კარაბლ …” - ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების და თავისუფლების მოპარვა. საქართველო იქნება თავისუფალი. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!”,- განაცხადა კამინსკიმ.


