Accentnews.ge
შვედი პარლამენტარი: რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს

შვედი პარლამენტარი: რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს

11/11/2024 18:13:31 პოლიტიკა

გვიანი არასდროს არ არის, - მიმართა რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერიკ ოტოსონმა.

მან რუსულ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

„მე შვედეთიდან მოვდივარ, სადაც ხუმრობით ვამბობთ, რომ 200 წელია, ქვეყანა მშვიდობით "იტანჯება", რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვიახლოვდება, რეალობა მთლიანად კონტინენტს უახლოვდება. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით. მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც თითქმის ვერ ცნობ, სანამ გვიანი არ არის. მაგრამ საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის. სანამ თქვენ დემოკრატიისთვის იბრძვით, გვიანი არასდროს იქნება. როდესაც დემოკრატიისთვის იბრძვით, მაშინ დემოკრატია ცოცხლობს. არასდროს დანებდეთ“, - განაცხადა ერიკ ოტოსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S