Accentnews.ge
დარჩიაშვილი პარტნიორებს "მიკერძოებულებასა" და "შიდა საქმეებში ჩარევაში" ადანაშაულებს

დარჩიაშვილი პარტნიორებს "მიკერძოებულებასა" და "შიდა საქმეებში ჩარევაში" ადანაშაულებს

11/11/2024 18:24:41 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარტნიორებს მიკერძოებულებაში ადანაშაულებს. საუბარია ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტიების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტზე, რომლებსაც მმართველი გუნდის წევრები არ შეხვდნენ.

„მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება [ევროპელი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით] და სრულად ვეთანხმები იმ პათოსს, რომელიც მან გააჟღერა. ჩვენ პარტნიორობა გვესმის იმ ჭრილში, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელმაც შექმნა იმის საჭიროება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიგვეღო ეს სამართლებრივი რეგულაციები. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან და დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მსგავსი ტიპის მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია,“ - თქვა დარჩიაშვილმა.

მან გაიმეორა "ქართული ოცნების" ბრალდება "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის" თაობაზე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მსგავსი უხეში ფორმით ერევა ქვეყნის შიდა საკითხებში, მიხვდება, რომ ეს არ არის ურთიერთობის მისაღები ფორმა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს მზაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის და არა მიკერძოებული დიალოგისთვის. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ინტერესს, რომ ღიად და გულწრფელად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს.“

იმავდროულად დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომლებიც მზად არიან მოისმინოს არგუმენტები.

„ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთსტრატეგიული ინტერესების პოლიტიკას უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, რომელიც სასარგებლო იქნება ყველასთვის,“ - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის: თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S