წითლიძე ამბობს, რომ დაკითხვაზე დაიბარეს
11/11/2024 18:39:29 პოლიტიკა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც პროკურატურამ დაიწყო ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, დაკითხვაზე დაიბარეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო",- ამბობს წითლიძე.
ის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.
"პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში - ნდობა არა აქვს არც ჩემგან, არც საქართველოს მოქალაქეებისგან.
შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ",- წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.
მსგავსად წითლიძისა, გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები, ასევე პრეზიდენტი, რომლებიც დარღვევებზე საუბრობენ. ისინი შიდა გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, რომლებიც დღეს სტუმრობენ ქვეყანას, თუმცა მათ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ შეხვდნენ.


