პავილიონისი ევროპელ ლიდერებს მიმართავს: თბილისში ახლავე ჩამოდით
12/11/2024 08:35:49 პოლიტიკა
„24–საათიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის საქართველოში საქართველოს ნამდვილ მეგობრებთან ერთად. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ საქართველოს. ახლა თქვენი ჯერია! არჩევნები მოიპარეს, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანება ასევე თქვენს ხელშია. თბილისში ახლავე ჩამოდით!“, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 11 ნოემბერს თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობდა. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. ევროპელი დეპუტატები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი – ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი ისინი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.


