კაია კალასი: გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის
12/11/2024 09:18:02 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი კაია კალასი აცხადებს, რომ გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს.
„ჩვენი მეზობლების დღევანდელი პრობლემები ხვალ ჩვენი პრობლემები იქნება. ევროკავშირს გაფართოების შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მკაფიო შედეგები სჭირდება“, - განაცხადა კალასმა.


