Accentnews.ge
პაპუაშვილი – ევროპელი პოლიტიკოსების მიერ აქციაზე სიტყვით გამოსვლაზე: "ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი"

პაპუაშვილი – ევროპელი პოლიტიკოსების მიერ აქციაზე სიტყვით გამოსვლაზე: "ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი"

12/11/2024 09:24:13 პოლიტიკა

"ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი", – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლას.

"ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად. გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით”, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 11 ნოემბერს თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობდა. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. ევროპელი დეპუტატები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი – ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი ისინი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S