Accentnews.ge
ბორელი – საქართველოზე:  მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატად კვლავ ჩაითვალონ"

ბორელი – საქართველოზე:  მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატად კვლავ ჩაითვალონ"

12/11/2024 10:40:39 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ "საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატად კვლავ ჩაითვალოს". ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მან უკრაინას, მოლდოვას და საქართველოზე საუბრისას, პირველ რიგში აღნიშნა, რომ "ვერ ხედავს რაიმე მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის".

"უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ისევე, როგორც უკრაინული საზოგადოება სრულადა არიან ჩართულები ევროკავშირში გაწევრებაში. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. და უკრაინის გაწევრება ევროკავშირში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ. საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. თუ მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ დამტკიცებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები, დაუბრუნდნენ გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატად კვლავ ჩაითვალონ", – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

მანამდე, საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" მიიღო, რის გამოც ქვეყნის მთავრობა არაერთი დასავლელი პარტნიორის კრიტიკის სამიზნე გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S