Accentnews.ge
პრემიერი: "ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით და ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები, შესაბამისად, მოსადავებელი საერთოდ არაფერია"

პრემიერი: "ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით და ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები, შესაბამისად, მოსადავებელი საერთოდ არაფერია"

13/11/2024 08:05:52 პოლიტიკა

"არჩევნების დღეს პროცედურები წარიმართა ელექტრონული წესით, ამომრჩეველთა 90%–ზე მეტმა ხმა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით და მათი ხმებიც დაითვალა ელექტრონული წესით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია რეალურად შეეჯახა ელექტრონულ აპარატებს და ვერას გახდა, რადგან ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით და ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მოსადავებელი საერთოდ არაფერია", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S