ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს ხვდებიან
13/11/2024 11:51:35 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ათონელის რეზიდენციაში მართავენ შეხვედრას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
როგორც მათ ჟურნალისტებთან განმარტეს, შეხვედრის ინიციატორები თავად იყვნენ, რათა პრეზიდენტისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია მთელი რიგი დარღვევების შესახებ.
"ვთვლით, რომ ახლა პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და მნიშვნელოვანია, ის იყოს ინფორმირებული ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან - ადმინისტრაციამ კანონმდებლობა პარლამენტთან ერთად როგორ მოირგო იმისთვის, რომ ერთპარტიულად გაკონტროლებულიყო ადმინისტრაცია; ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდნეტმა იცოდეს, რომ ოპოზიციური წევრები არ მონაწილეობენ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ საკითხებში",- თქვა ანა კობახიძემ.


