ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა: "პროკურატურის ვალდებულებაა, შეაგროვოს მტკიცებულები"
13/11/2024 17:46:23 პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რომელსაც პროკურატურა იძიებს ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა დასრულდა.
როგორც ჯაფარიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, მან პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე.
„ჩვენ მივუთითეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს. პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები“,- აცხადებს ჯაფარიძე.
პროკურატურამ დაკითხვაზე ჯაფარიძის მსგავსად არაერთი პოლიტიკოსი დაიბარა, მათ შორის, პრეზიდენტი. ასევე დაიბარეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამკვირვებლები.


