მაკალისტერი: ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და გათვალისწინებული ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები
13/11/2024 20:03:01 პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს ირგვლივ მიმდინარე დებატებზე ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო გარემო "დასვრილი იყო" დარღვევებით.
მან დარღვევების გამოძიების და ქართველი ხალხის მისწრაფებების გათვალისწინების აუცილებლობა აღნიშნა.
"სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ტრაექტორია, წინასაარჩევნო გარემო გასვრილი იყო დარღვევებით. ქართველები დემონსტრაციებს მართავენ და აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში და არ უნდათ პუტინის ორბიტის ნაწილი იყვნენ. ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და გათვალისწინებული ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები",- თქვა დევიდ მაკალისტერმა.


