Accentnews.ge
იუკნევიჩიენე: საჭიროა, გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის შენარჩუნების კანდიდატად

იუკნევიჩიენე: საჭიროა, გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის შენარჩუნების კანდიდატად

13/11/2024 20:45:38 პოლიტიკა

ევროპალრამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე კვლავ “დებიძინიზაციაზე” ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან.

„ამიერიდან ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა მიმართოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე „ქართულ ოცნებას”, რომელმაც მათ არჩევნები წაართვა. ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის "დებიძინიზაციის" შემდეგ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

იუკნევიჩიენემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული და ისინი ვერ აღიარებენ შედეგებს:

„ქართულ ოცნებას” არ გაუმარჯვია. საჭიროა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია, ეს ასეც დარჩება”.

მან ასევე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესახებაც:

„საჭიროა, გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის შენარჩუნების კანდიდატად. მეტად ვეღარ გავამართლებთ ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ამას სევდით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S