Accentnews.ge
ჯაფარიძე განმარტავს, რა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ იმის დასადგენად, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები

ჯაფარიძე განმარტავს, რა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ იმის დასადგენად, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები

14/11/2024 13:22:10 პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ იმის დასადგენად, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები.

როგორც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაში მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობა.

"ჩვენ გვაქვს ვერსიები, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს დისკუსიები, რა შეიძლება გახდეს საფუძველი და რა მექანიზმი შეიძლება იყოს. პირველი, ჩვენი აზრით, ეს არის ევროკავშირი, ვინაიდან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და არის 9 შესასრულებელი პუნქტიდან მეოთხე პუნქტი. ევროკავშირს შეუძლია, გამოძიების დაწყება იმის დასადგენად, იყო თუ არა საარჩევნო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი, რათა დაადასტუროს ან უარყოს ხელისუფლების პრეტენზია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მეორე ვერსია არის ამერიკის და ევროკავშირის გამოძიება.

მისი თქმით, ასევე ერთ-ერთ ვერსიად განიხილება აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მექანიზმის ამოქმედება და გამოძიება, ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, აშშ-ში და ბრიტანეთშიც არის ამის თაობაზე გამოძიება, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთი ერეოდა.

„ამიტომ, აქ თუ გამოძიება ჩატარდება, შეიძლება ისეთი რაღაცები დაადგინონ, რაც შემდეგ საკუთარ ქვეყანაში გამოადგებათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S