Accentnews.ge
გვარამია: ჩვენი საერთო შეცდომა იყო ელექტრონული არჩევნების მიმართულებით არჩევანის გაკეთება

გვარამია: ჩვენი საერთო შეცდომა იყო ელექტრონული არჩევნების მიმართულებით არჩევანის გაკეთება

14/11/2024 13:38:57 პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის საერთო შეცდომა იყო ელექტრონული არჩევნების მიმართულებით არჩევანის გაკეთება.

"ჩვენი საერთო შეცდომა იყო ზოგადად ელექტრონული არჩევნების მიმართულებით გაკეთება არჩევანის. არ შეიძლება, როცა ისტორია უნდა შეიცვალოს და ასეთი არჩევნები ტარდება, წახვიდე ბრმად სისტემაში, რომელსაც არ იცნობ "ანიდან" "ჰოემდე". ეს იყო შეცდომა. ელექტრონული არჩევნები არ არის მსოფლიოში აღიარებული როგორც არჩევნების საუკეთესო ფორმა. ის აკრძალუალია ფინეთში, ის აკრძალულია გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ის აკრძალულია ნიედრლანდებში და თუ არ ვცდები, შევეიცარიაშიც. ეს არჩევნები არ ითვლება წარმატებულ არჩევნებად. რა უნდა ვქნათ ახლა, ფაქტი ამგვარია და მივყვებით იმის, როგორ გამოვასწოროთ ეს ფაქტი", – განაცხადა მან.

მისი თქმით, მიუხედავად ამ შეცდომისა, მათ მოახერხეს გაყალბებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოგროვება.

"შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

როგორც მან აღნიშნა, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება იყო "რეალურად მართლა სპეცოპერაცია "ქართული ოცნების" მიერ ადგილზე ჩატარებული და ტექნოლოგიურ სპეცოპერაციაა რუსების დახმარებით მომხდარი".

"რუსეთშიც არის რეგიონები, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება და ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთში კარგი არჩევნები ტარდება?!", – დასძინა მან.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S