Accentnews.ge
ჯაფარიძე: "ზუსტად ვიცით, არჩევნების დღეს მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები"

ჯაფარიძე: "ზუსტად ვიცით, არჩევნების დღეს მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები"

14/11/2024 14:58:19 პოლიტიკა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, "არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები".

"ეს ვიცით ზუსტად: ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები. ანუ ავიაკომპანიებს სთხოვეს, რომ დღეს ვინ ჩამოდიან, მათი სიები მოგვეცითო, რომ დაედარებინათ ეს სიები, ენახათ და ვიღაც იმათ ნაცვლად, იმათი პირადი ნომრებით არ მისულიყო საარჩევნო უბანზე", - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ არჩევნებზე ემიგრანტების ხმები, რეალურად „ქართულმა ოცნებამ” დაიმატა:

"ემიგრანტების არჩევნებზე არმიმაგრება სჭირდებოდათ იმიტომ, რომ მათი პირადი მონაცემები გამოიყენეს აქ და მათ ნაცვლად მისცეს ხმები აქ და რა თქმა უნდა – „ქართულმა ოცნებამ”. არა პასპორტებით, არამედ ფურცელზე დაწერილი პირადი ნომრებით მიდიოდნენ. რეალურად, ემიგრანტების ხმები არათუ დაკარგა ოპოზიციამ, არამედ დაიმატა „ ოცნებამ".

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S