Accentnews.ge
კობახიძე: "თუ ვინმეს არასწორად შეჰყავდა საკუთარი ოქმი აპარატში, მაშინ შეიძლებოდა, ხილული გამხდარიყო მიცემული ხმა"

კობახიძე: "თუ ვინმეს არასწორად შეჰყავდა საკუთარი ოქმი აპარატში, მაშინ შეიძლებოდა, ხილული გამხდარიყო მიცემული ხმა"

14/11/2024 19:16:20 პოლიტიკა

"ვინც სწორად აძლევდა ხმას, ყველა ამომრჩევლის შემთხვევაში დაცული იყო ხმის ფარულობა. თუ ვინმეს არასწორად შეჰყავდა საკუთარი ოქმი აპარატში, მაშინ შეიძლებოდა, ხილული გამხდარიყო მიცემული ხმა. იგივე შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, არაელექტრონული არჩევნების შემთხვევაშიც, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალი რა არის, რომ ჩვენ ხომ გვქონდა ხმების ზრდა და ერთნაირი ზრდა დაფიქსირდა პლუს-მინუსით, როგორც ელექტრონულ, ასევე არაელექტრონულ უბნებზე. უფრო მეტიც, არაელექტრონულ უბნებზე, სადაც საერთოდ არ დგას დღის წესრიგში ხმის ფარულობის საკითხი, არავინ აპროტესტებს იმიტომ, რომ კონვერტში იდებოდა ბიულეტენები და ისე ვარდებოდა დახურულ ყუთში, იქ კიდევ უფრო მეტი ზრდა დაგვიფიქსირდა. იყო რეგიონებში უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე შესაბამის უბნებზე. ხმის ფარულობასა და არჩევნების შედეგებს შორის რომ არავითარი კავშირი არ იყო, ესეც უტყუარი ფაქტებით დასტურდება. სინამდვილეში საერთოდ მოსადავებელი არაფერი არ არსებობს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S