Accentnews.ge
კობახიძე: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება

კობახიძე: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება

14/11/2024 19:19:30 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება". ამის შესახებ მან გადაცემაში „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ამასთან, მან კვლავ არ გამორიცხა, რომ 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

„ქართველ ხალხს ემუქრებიან იმის გამო, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას. საუბარი აქვთ ქართველი ხალხის დასჯაზე მისი დემოკრატიული არჩევანის გამო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ფიქტიური საუბრებია. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაიდგმება, მათ შორის, იმის გამო, რომ ასეთმა ინსტრუმენტებმა მთლიანად დაკარგა ეფექტი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც ქვეყანაზე ზეწოლის და ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მყარად დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები, დავიცავით ამ ქვეყნის ღირსება და ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი კიდევ ხანგრძლივად გამოყენებულიყო შანტაჟის ინსტრუმენტად, ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. მერე გადავიდნენ მოლაპარაკებების გახსნის თემაზე. ეს ინსტრუმენტიც გაცვდა და აქედან გამომდინარე, მე მგონია პირიქით, რომ წელს ეს არ მოხდება, მაგრამ მომავალ წელს, ძალიან მაღალი ალბათობით, მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით, მანამდე უკრაინაში ომიც დასრულდება, მოლაპარაკებებიც გაიხსნება და ასე გაგრძელდება პროცესები. სადაც ღირსებას აჩვენებ, იქ საბოლოო ჯამში, შედეგს მიიღებ საკუთარი ქვეყნისთვის, სადაც ღირსებას არ აჩვენებ, კი ვხედავთ, ზოგიერთი ქვეყანა რა მდგომარეობაშია დღეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ღირსებით გავაგრძელოთ სვლა წინ, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასეთ პირობებში, ყველა შედეგი მიღწევადია. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი არის მიღწევადი“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S