Accentnews.ge
კორძაია: უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რადგან სხვა რესურსი არ ჩანს

კორძაია: უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რადგან სხვა რესურსი არ ჩანს

15/11/2024 08:35:40 პოლიტიკა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი.

"თუ ჩვენს წართმეულ ხმას დღეს არ ამოვიღებთ და არ დავიბრუნებთ, ეს დასრულდება იმით, რომ არასდროს გვექნება ხმა და ტოტალიტარიზმში გადავალთ. ამიტომ მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ბათუმელ სტუდენტებს, რომლებმაც საუნივერსიტეტო სივრცეში დაიწყეს ეს პროტესტი, ახლა მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს გამოვა ქუჩაში, რა თქმა უნდა, ვისაც გვაწუხებს ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნის განვითარება და ინდივიდუალურად თითოეული ადამიანის უფლება, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რადგან სხვა რესურსი არ ჩანს. ჩვენ ვაგრძელებთ დავებს სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს იმედი არ გვაქვს, ამიტომ საკუთარი თავის იმედად ვართ დარჩენილები ამ ქვეყანაში და თუ გვაქვს საკუთარი თავის იმედი, გამოვიდეთ გარეთ და ვიბრძოლოთ", – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის: დღეს 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან საზოგადოებრივი ჯგუფის "დაიტოვეს" ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

  • "პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა. ვიკრიბებით პარასკევს, 15 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე", - ნათქვამია "დაიტოვეს" განცხადებაში.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S