Accentnews.ge
კობახიძე: ოპოზიცია არის გაჭირვებაში

კობახიძე: ოპოზიცია არის გაჭირვებაში

15/11/2024 19:22:57 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისსა და ბათუმში მიმდინარე სტუდენტების პროტესტზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

პრემიერი დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად თბილისში, ერთ-ერთ კაფეს ტოვებდა, რა დროსაც "ტვ პირველის" ჟურნალისტმა მას თბილისსა და ბათუმში მიმდინარე პროტესტზე ჰკითხა.

"ოპოზიცია არის გაჭირვებაში, ოპოზიცია არის გაჭირვებაში...",- თქვა საპასუხოდ კობახიძემ.

მანამდე ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, თუ რატომ დაამთხვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება საქართველო-უკრაინის ეროვნული საფეხბუთო ნაკრებების მატჩს:

"მე რა შუაში ვარ, ცესკომ გამოაქვეყნა. დამთავრდა პროცედურები და ქვეყნდება ოქმი".

ხვალ, 16 ნოემბერს ცესკოში სხდომა დაინიშნა. პარალელურად, საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია დაანონსეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S