ცესკოს შენობასთან სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან
16/11/2024 07:03:50 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
პარალელურად, ცესკოში სხდომაა ჩანიშნული, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებაა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის ფონზე წარიმართოს, ვინაიდან ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ.
ადგილზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოსა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მხარდამჭერები არიან, ასევე აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა მოძრაობის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.
ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელია მობილიზებული.


