ცესკოს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა
16/11/2024 07:09:34 პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„რეგლამენტით გათვალისწინებული ორი წუთი ამოგეწურათ, სად არის ეგრე, რომ დაგასრულებინოთ? თქვენი ეს გამოსვლა და პოლიტიკური არ უკავშირდება შემაჯამებელ ოქმს. რას იჭიმები აქ, ქუჩაში ხომ არ გგონია შენი თავი? არ გასრულებინებ! მიბრძანდით, კარგად ბრძანდებოდეთ!“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.
„რეგლამენტის დაცვა თუ გინდოდა, სხვა რამეში დაგეცვა. შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა! შენი რეალური სახე რა არის გითხრა? - ეს შავი ლაქა", - მიმართა კირთაძემ კალანდარიშვილს და სავარაუდოდ, საღებავი შეასხა.
ცესკოს სხდომაზე ისმოდა გინებაც. ამ დროისთვის სხდომა შეწყვეტილია.


