Accentnews.ge
მაია ბითაძე: დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება

მაია ბითაძე: დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება

16/11/2024 08:11:52 პოლიტიკა

რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე ეხმაურება ცესკო-ს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა.

„რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება. ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა – ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს. არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში“, – წერს ბითაძე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა. უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S