Accentnews.ge
მარიამ ლაშხი: დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა, რაც ნაცისტებს გაქვთ

მარიამ ლაშხი: დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა, რაც ნაცისტებს გაქვთ

16/11/2024 08:16:11 პოლიტიკა

დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ! მთელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შავ ლაქად აზის ქვეყანას! - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი, ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, სავარაუდოდ, შავი საღებავის შესხმას.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ კირთაძეს ამ საქციელს უწონებენ.

„დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ! მთელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შავ ლაქად აზის ქვეყანას!

ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის მარჯვენას ვინც უქებთ!!!

მაგ მენტალიტეტით, მაგ ბოროტებით და არაადამიანურობით ვერსად თავს ვერ დაიმკვიდრებთ!

რაც შეეხება ამის ჩამდენებს, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა!შემსრულებელ დავით კირთაძე და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!" - წერს მარიამ ლაშხი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა. უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S