Accentnews.ge
ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

16/11/2024 08:23:15 პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს.

ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება” – 53,93% (1 120 053 ხმა) მანდატი 89.
  • კოალიცია „ცვლილებისთვის” – 11,03% (229 161 ხმა) მანდატი 19;
  • „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” – 10,17% (211 216 ხმა); მანდატი 16;
  • „ძლიერი საქართველო” – 8,81% (182 922 ხმა); მანდატი 14;
  • „გახარია საქართველოსთვის” – 7,78% (161 521 ხმა) მანდატი 12;

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა.

„შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად, ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, როგორც დროებით, ზემდგომი კომისიის მიერ არჩეულს, ასევე, პარტიულებს, დღეიდან შეუწყდათ უფლებამოსილება. დღევანდელი სხდომა მინდა დახურულად გამოვაცხადო და წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, ვულოცავ მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

სხდომათა დარბაზის დატოვებამდე მან რეპლიკის სახით აღნიშნა: "ღირსება არ უნდა დაკარგო!“

ცნობისთვის: დღეს სხდომის დაწყებიდან მალევე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეზე, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხეს. დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის დავით კირთაძის განცხადებას, სადაც მან გიორგი კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S