Accentnews.ge
ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანი გადაკეტეს - სამართალდამცავებსა და პოლიტიკოსებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა

ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანი გადაკეტეს - სამართალდამცავებსა და პოლიტიკოსებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა

16/11/2024 09:04:44 პოლიტიკა

ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივანი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკოს მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის შემდეგ მიიღეს.

პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილს ათავისუფლებინებს.

სამართალდამცავებსა და პოლიტიკოსებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაყვანამ გამოიწვია.

სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე, სავარაუდოდ, დააკავეს.

ცნობისთვის: ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს.

ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება” – 53,93% (1 120 053 ხმა) მანდატი 89.კოალიცია
  • „ცვლილებისთვის” – 11,03% (229 161 ხმა) მანდატი 19;
  • „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” – 10,17% (211 216 ხმა); მანდატი 16;
  • „ძლიერი საქართველო” – 8,81% (182 922 ხმა); მანდატი 14;
  • „გახარია საქართველოსთვის” – 7,78% (161 521 ხმა) მანდატი 12;

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S