Accentnews.ge
ნიკა გვარამია – დავით კირთაძეზე: "ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად დაგვანახა, როგორ „გაჟონა“ ბიძინას საარჩევნო სისტემამ"

ნიკა გვარამია – დავით კირთაძეზე: "ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად დაგვანახა, როგორ „გაჟონა“ ბიძინას საარჩევნო სისტემამ"

16/11/2024 10:42:54 პოლიტიკა

„დათო კირთაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ დაგვანახა, როგორ “გაჟონა” ბიძინას საარჩევნო სისტემამ! გაგიმარჯოს, კირთა!", – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირთაძის წინააღმდეგ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გამოძიების დაწყების ფაქტს.

ცნობისთვის: დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო. ცესკო–ში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S