Accentnews.ge
პატრიარქი „ქართულ ოცნებას" „ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვებას" ულოცავს

პატრიარქი „ქართულ ოცნებას" „ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვებას" ულოცავს

16/11/2024 19:28:27 პოლიტიკა

დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს განცხადებაშია ნათქვამი.

პატრიარქი გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

„მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

დღეს, 16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა.

ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61.

  • კოალიცია „ცვლილებისთვის” – 11,03% (229 161 ხმა) მანდატი 19;
  • „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” – 10,17% (211 216 ხმა); მანდატი 16;
  • „ძლიერი საქართველო” – 8,81% (182 922 ხმა); მანდატი 14;
  • „გახარია საქართველოსთვის” – 7,78% (161 521 ხმა) მანდატი 12;
  • „ქართული ოცნება” – 53,93% (1 120 053 ხმა) მანდატი 89.

27 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია.

„ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს დასავლური დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს.

არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ის 4 ოპოზიციური კოალიცია და პარტია, რომელმაც, ცესკოს შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში მანდატები მიიღო: „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, „ძლიერი საქართველო” და „გახარია საქართველოსთვის”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S