Accentnews.ge
გიორგი ვაშაძე: ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ

გიორგი ვაშაძე: ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ

17/11/2024 19:38:45 პოლიტიკა

„ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც. არ არის მხოლოდ ერთი ლოკაცია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რატომ ვაკეთებთ ამ ლოკაციაზე ამას [ჭავჭავაძის გამზირი] - მხოლოდ რუსთაველზე არ არის პროტესტი, პროტესტი უნდა მოედოს სხვადასხვა ადგილს, ლოკაციას და ჩვენ ამ კუთხითაც ვაპირებთ ბრძოლას. ამ მაგალითსაც ვაჩვენებთ. მომავალში იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია. სერიოზულად ვემზადებით იმისთვის, რომ სამშობლო დავიბრუნოთ, იმიტომ რომ რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი ქართველი არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

თსუ–სთან "კოალიცია ცვლილებისთვის” მიერ ორგანიზებული 24–საათიანი აქცია მიმდინარეობს. "კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერების თქმით, პროტესტი ხვალ საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. უხლოესი გეგმა ღამის გათენებაა.

ამ დროისათვის გადაკეტლიია ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.

ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S