Accentnews.ge
ივანიშვილის მხრიდან მოლაპარაკების თაობაზე სიგნალს სხვა პოლიტიკოსებიც ადასტურებენ

ივანიშვილის მხრიდან მოლაპარაკების თაობაზე სიგნალს სხვა პოლიტიკოსებიც ადასტურებენ

18/11/2024 06:30:55 პოლიტიკა

მმართველი გუნდიდან მოლაპარაკების შემოთავაზებას, ნიკა გვარამიას გარდა, ადასტურებენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

"მცდელობა იყო გარკვეული მოლაპარაკების. ჩვენი პოზიცია საჯაროდ ცნობილია და საჯაროდ ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას. დეტალებზე არ ყოფილა ლაპარაკი",- თქვა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ.

"კოალიცია ცვლილებების" წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, "რაღაც ეტაპზე მოლაპარაკება იქნება, მაგრამ ლაპარაკი არ უნდა იყოს გვარების ჩანაცვლებაზე, არამედ უნდა იყოს სისტემის შეცვლაზე, რომელიც იქნება მართლა დემოკრატიული".

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგან ოპოზიციამ მოლაპარაკებების თაობაზე "სიგნალი" მიიღო.

"ვერავითარი 25 ნოემბერი, ვერავითარი ახალი მთავრობა და ვერაფერი მსგავსი "ქართულ ოცნებას" ვერ გადაარჩენს. თუ არა და ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, არამხოლოდ ჩვენი პარტია, და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან "ქართულ ოცნებასთან", - თქვა გვარამიამ.

მან დააზუსტა, რომ "სიგნალი" საზღვარგარეთ მათ წარმომადგენელს ივანიშვილის წარმომადგენელმა გადასცა, თუმცა პასუხად უარი მიიღო:

"სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან და, ასევე, ის მთავრობა, რომელიც დღეს არის. ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა, მომაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის გარეთ. პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა - არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, ვის რას სთავაზობს ივანიშვილი, ერთადერთი საკითხია მოლაპარაკებების განხილვის ღირსი - ახალი არჩევნები.

ქვეყნის გარეთ ჩვენ გვყავს წარმომადგენლები და, ასევე, მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის გაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ იფიგურირებდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში, ოღონდ ოპოზიცია დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაც ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S